,,თუ პუტინის ბრძანება იქნება, მზად ვართ ამერიკამდეც ჩავიდეთ”- კადიროვი

,,თუ იქნება უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება, ჩვენ მზად ვართ ამერიკაშიც კი წავიდეთ, მოლდოვას შორს დავტოვებთ,”- ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საზღვრები მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა თავად რუსეთს სურს.

“ჩვენ გვყავს ცოცხალი ძალა, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს კიევამდე, აიღოს კიევი. დღესვე, თუ გვექნება ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან ჩვენი ნაციონალური თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია, პოლიცია – არ აქვს მნიშვნელობა, უდეპარტამენტო ჯგუფები – ჩვენ გვყავს ყველა ტიპის ქვედანაყოფი, ყველა მზადაა. და შემდეგ – როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს”, – აღნიშნა კადიროვმა.

მსგავსი თემები