„ცოტა ხანი იხმაურებენ და დაიშლებიან”- იაგო ხვიჩია ”ნაციონალურ მოძრაობაზე”

,,ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობის“ აქციები „ქართული ოცნების“ წარმატებული პროექტია,”– ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ”თუ გინდა, ადამიანების მუხტი ჩააქრო და ბრაზი გააბაიბურო, ამისთვის საჭიროა, სწორედ ასეთი კონცერტების მოწყობა”.

„ცოტა ხანი იხმაურებენ და დაიშლებიან. ასეთ აქციებზე ადამიანები არ მიდიან და საფრთხე არასოდეს იქნება. მგონია, რომ ვერ „გაქაჩავენ“. იმაში არ გაუმართლათ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს არის და ამ რეჟიმში კინკილა აქციებით სიარული წელიწადნახევრის მანძილზე, წარმოუდგენელია. ხალხს მოსწყინდება და იქ ხალხიც აღარ ივლის, მხოლოდ ლიდერები ივლიან“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები