,,ისტორია დაგიმახსოვრებთ, როგორც ჯალა-თეა”- ხაბეიშვილი წულუკიანზე

,,საქართველო გათავისუფლდება და თქვენ სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია – ჯალა-თეა”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მზად არიან გელათის გადასარჩენად სპეციალისტები ჩამოიყვანონ.

,,ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალა-თია, ის, ვინც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალა-თია, სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენ სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია – ჯალა-თეა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები