,,კორონავირუსის ახალი მუტაცია დღემდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი მუტაცია არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა.

მისი თქმით, ჯანმო-ს, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება.

,,კორონავირუსის ახალი მუტაცია, XBB დღემდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია შემთხვევების მატება. ამ ვარიანტის ბუნებიდან გამომიდნარე, არის უფრო მეტად გადამდები, ჯანმო-ს, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება. ისეთივე, როგორც იყო 2022 წლის ზაფხულში. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეს მუტაცია არ გამოირჩევა დაავადების მიმდინარეობის სიმძიმით, არ იწვევს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას, ნაკლებია ლეტალობა, გარკვვეული ჯგუფებისთვის ეს მსუბუქი მუტაციაც შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული გართულების მიზეზი. ამიტომ, ჯანმომ თავი შეიკავა პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან. სწორედ ამ მუტაციის გამო არის გადადებული პანდემიის დასრულების გამოცხადება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო მუტაცია, რომელმაც შეიძლება შემთხვევების სერიოზული მატება გამოიწვიოს, მოლოდინი, რომ 2023 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი არის მაღალი,”- განაცხადა ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”.

“ომკრონის” ეს ვარიანტი დომინანტი გახდება – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები