„ვთავაზობ, რუსეთის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა წამოაყენოს“ – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის 20 წლამდე გახანგრძლივებას ხელს მოაწერს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის მზადაა ამ ხელშეკრულებას ხელი სოჭში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე მოაწეროს.

„გვინდა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მისია განაგრძონ. მზად ვარ, სოჭში ხელი მოვაწეროთ სამშვიდობოების მანდატის 10-15 ან 20 წლით გახანგრძლივების დოკუმენტს. ვთავაზობ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა წამოაყენოს. შემიძლია წამოვაყენო ეს წინადადება, მაგრამ რუსეთმა მას მხარი უნდა დაუჭიროს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

 

მსგავსი თემები