მოლდოვის გადამდგარი პრემიერის ნაცვლად  დორინ რეჩანი წარადგინეს

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გადამდგარი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე დორინ რეჩანი წარადგინა. რეჩანი ამ დრომდე  თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველის პოზიციას იკავებს.

„ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას ახალ სიცოცხლე სჭირდება.  ახალმა მთავრობამ უნდა გაზარდოს უსაფრთხოების დონე და შეინარჩუნოს მოლდოვა თავისუფალი ქვეყნების მსოფლიოში. კონსულტაციები მქონდა საპარლამენტო ფრაქციებთან და წარვადგინე დორინ რეჩანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად“, – განაცხადა მაია სანდუმ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დღეს დატოვა.

 

მსგავსი თემები