პარლამენტთან, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

წუხელ ღამით, საქართველოს პარლამენტთან, განთავსებულ კარვებში მყოფ პირებს და სავარაუდოდ მოძრაობა “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წარმომადგენლებს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილეობდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

სამართალდამცველებმა ინციდენტი განმუხტეს და ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს.

უწყებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები