რუსეთი საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის გამოქვეყნებას აანონსებს

კრემლი საგარეო პოლიტიკს გაუმჯობესებაზე მუშაობს. აღნიშნულის მისაღწევად კი ფედერაციაში ახალ დოკუმენტზე მუშაობენ, რომელიც საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის სახელითაა ცნობილი.

როგორც კრემლის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, დოკუმენტი პრეზიდენტის მითითებების ასახვა იქნება.

„ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმ გადაწყვეტილებების შესრულებაზე, რასაც ქვეყნის ხელმძღვანელობა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით გეგმავს.  პირველ რიგში, იგულისხმება, შევქმნათ ხელსაყრელი საგარეო გარემო რუსეთის შიდა განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამისკენ ისწრაფვის ჩვენი პრეზიდენტი. ამოცანა აისახება საგარეო პოლიტიკის განახლებულ კონცეფციაში, რომელზეც მუშაობა თითქმის დასრულებულია“ – აცხადებს ლავროვი.

ბოლო პერიოდში, კრემლში არ მალავენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დარეგულირებული და მეგობრულია. არ არის გამორიცხული, რუსულ საგარეო კონცეფციაში საქართველოც ფიგურირებდეს.

 

მსგავსი თემები