უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ დაღუპულია 228 სპორტსმენი და მწვრთნელი

„მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების ვირტუალურ სამიტზე გააკეთა.

ზელენსკის შეფასებით,  ომის პირპბებში დაღუპულია 228 სპორტსმენი და მწვრთნელი.

„მინდა გკითხოთ: თუ აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლები საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ან ოლიმპიურ თამაშებში გამოვლენ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ იქ თავისი ეროვნული სიმბოლიკის გარეშე იქნებიან? ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხოლოდ დასწრებაც კი  ძალადობისა და უკანონობის მანიფესტაციაა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები