,,მრავალათასიან პარტიას 54 კაცი შემოგრჩათ, არ ხართ გულწრფელები და თქვენებმაც გაგშიფრეს“- ირაკლი ზარქუა

,,ზუსტად ვიცი, იმ კვირაში პარლამენტში შემოხვალთ, რით „გააპრავებთ“ მერე ამას? ასეთი უსუსურები ხართ, უკვე თქვენებიც აღარ გიჯერებენ,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა  „ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ბრიფინგებს.

მისი თქმით, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ირაკლი კობახიძის განცხადების ინტერპრეტაციით შეეცადონ ქულები დაიწერონ.

,,მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ ბრიფინგებს, რაც ჩემმა ხელმოცარულმა კოლეგებმა ჩაატარეს, მათ შორის, მათ განახლებული „ნაცმოძრაობა“ რომ დაარქვეს ხაბეიშვილი- მერაბიშვილის ინტერპრეტაციებს, ასევე მეორე ხელმოცარული რომ დარბის „ტროიკიდან“, რუსებზე გაქირავებული ბინებით რომ მდიდრდება, ეს ხელმოცარულები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ირაკლი კობახიძის განცხადების ინტერპრეტაციით შეეცადონ ქულები დაიწერონ. გუშინ რა კონტექსტშიც გაკეთდა განცხადება ეს არის ის, რომ რუსეთის ნებისმიერი წარმატებული თუ წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ოკუპაციის მიმართულებით პირდაპირი რისკია ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთს რომ გარკვეულწილად ალყაში ჰყავს მათ შორის ბახმუტი, მანამდე კიდევ რამდენიმე სოფელი აიღო და ბელარუსის საზღვარზე ხდება ესკალაცია, მათ შორის ამაზე თეთრი სახლი და უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მორიგი შეტევისთვის ემზადებიან. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ და პირდაპირ ვეუბნებით, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია აირჩია ევროატლანტიკური გეზი და ეს არ არის რუსეთის ინტერესებში. ამ ხელმოცარულებს მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ აი რუსების მხარეს არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსები გაძლიერებულიყვნენ ქვეყანაში მათი მმართველობის დროს, ყველა სტრატეგიული ობიექტი გადაუფორმეთ რუსებს, პუტინის ბანკი შემოიყვანეთ, მათ შორის, ფიჭური კავშირგაბმულობა, პირდაპირ რუსულ არმიას შემოუძღვა სააკაშვილი და მისი ამფსონები, 20 პროცენტი ჩააბარეთ და ქართველ ბიჭებს დააბრალეთ ესკალაცია, ევროსაბჭოს ხელი მოუწერეთ. ჩვენ უვიზო მიმოსვლა შევძელით, თავისუფალი ვაჭრობა და რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ხომ დაგასვათ წერტილი ამ ფსევდო ევროპელებს და თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი პრეტენდენტებს შორის. ჩირგვებში იყავით შეყუჟულები და ამიტომაც ხართ ხელმოცარულები, განახლებული რომ დაარქვით პარტიას და 54 კაცი მოგდევდათ გუშინწინ. ზუსტად ვიცი, იმ კვირაში პარლამენტში შემოხვალთ, რით „გააპრავებთ“ მერე ამას? ასეთი უსუსურები ხართ, უკვე თქვენებიც აღარ გიჯერებენ და ამიტომ არის მრავალათასიან პარტიას 54 კაცი შემოგრჩათ, არ ხართ გულწრფელები და თქვენებმაც გაგშიფრეს“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები