,,პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია”- გია ვოლსკი

,,პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია,” – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერი, გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არაადეკვატურია.

,,ვითარებასთან შეუსაბამო, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს “ქართულ ოცნებასთან”, ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

რატომ ამბობს, რა მოსაზრება აქვს, ვერ გეტყვით, ასე ცალსახად, მტკიცებით ფორმატში ლაპარაკი ახასიათებს ზოგადად, ვერ გეტყვით რატომ. ალბათ, სჭირდება თავის პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, მომავალში პოლიტიკური გეგმები, მიზნები აქვს, თავის პოლიტიკურ გზას სხვანაირად უყურებს შემდგომში, მაგრამ ვითარება რომ შევაფასოთ, დასკვნა ერთადერთი იქნება, არაადეკვატური განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა.

ირაკლიმ აღწერა სიტუაცია, რაც ხდება და კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ, ეს არ არის კობახიძის განცხადება, რომელიც მას ეკუთვნის ექსკლუზიურად, იგივეს ამბობენ უკრაინელები და სამწუხარო ფაქტია, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელთა ოკუპაციას რუსეთი ახდენს, ეს შეტევა, ოკუპაციის მასშტაბი, რასაც რუსეთი ახდენს, საკმაოდ შემაშფოთებელ ფორმას იღებს. ამის თაობაზე ილაპარაკა ირაკლიმ, იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში ბრძოლის ველზე, რაზეც საუბრობს იგივე ზელენსკი თუ უკრაინის სხვა წარმომადგენლები, შემაშფოთებელი მდგომარეობაა ზოგადად, რომ აგრესორი წინ მიიწვევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული იმისათვის, რათა თავისი გეგმები განახორციელოს,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.

„ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან“ – საქართველოს პრეზიდენტი

მსგავსი თემები