თურქეთში, მამა, რომელმაც შვილი ჩახუტებით გადაარჩინა, კლინიკაში გარდაიცვალა

თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი, რომელიც 29 საათის განმავლობაში თავის შვილთან ერთად მიწის ქვეშ იყო.

კაცს მთელი 29 საათის განმავლობაში 3.5 წლის შვილი ისე ჰყავდა მკლავებს შორის მოქცეული, მიხუტებული, რომ დაღუპვას გადაარჩინა.

ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ დაშავებული ბავშვი კლინიკაში გაიყვანეს. ნათესავების თქმით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ბავშვის მამა კი, 28 წლის მეჰმედ თეკეში, რომელიც ასევე ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში.

 

მსგავსი თემები