,,საფრანგეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში არ გაუგზავნის”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში არ გაუგზავნის. მისივე თქმით, მომავალში აბსოლუტურად არაფერია გამორიცხული.

„მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება არ შეიძლება მომდევნო რამდენიმე კვირაში განხორციელდეს, რადგან უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უცნობი თვითმფრინავების მართვისთვის საჭირო წვრთნებს და თვითმფრინავების მიწოდებას დრო სჭირდება. ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ,“ – განაცხადა მაკრონმა.

 

მსგავსი თემები