ჩაუსაფრდა და ხუთი ტყვია ესროლა – სისხლიანი დაპირისპირება მარტყოფში

სისხლიანი დაპირისპირება მარტყოფში – მარტყოფში ახალგაზარდა კაცის მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების განცხადებით, 34 წლის გოჩა ჯერენაშვილს ბავშვობის მეგობარმა ღამით დაურეკა, დაიბარა, ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლით ადგილზე მოკლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული და თავდამსხმელი ახლო მეგობრები და ნათესავები იყვნენ.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მსგავსი თემები