პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება, დაკავებულია 20-მდე ადამიანი

ამ წუთებში პარლამენტის მიმდინარე ტერიტორია ისევ „ცხელი წერტილია“. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტები ასფალტის მოხატვას ცდილობენ, როს საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებამ ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა. აქციაზე „ლელოს” წევრები და აქტივისტებიც იმყოფებიან, რომლებიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას აპროტესტებენ.

პარლამენტის მიმდებარედ აქტივისტების დაკავება გრძელდება. ასევე, დაკავებულია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე.

მსგავსი თემები