კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 34 ადამიანი. მაშველებმა ცხრა მგზავრის გადარჩენა შეძლეს.
დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კი – კრიტიკული.
მეწყერი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, დედაქალაქიდან 230 კილომეტრის დაშორებით ჩამოწვა.