რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეს გარეუბნები დაბომბეს.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„რუსმა ტერორისტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს რეგიონული ცენტრის გარეუბნებზე. ერთ-ერთი რაკეტა სტეფნიანსკაიას ტერიტორიული თემის ტერიტორიაზე დაეცა. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები”, – წერს სტარუხი.

 

მსგავსი თემები