,,როდესაც ერთი ტერორისტი დესტაბილიზაციას ახდენს ყველას ცხოვრებაში, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა” – ზელენსკი

,,როდესაც ერთი ტერორისტი ყველა ადამიანის სიცოცხლის დესტაბილიზაციას ახდენს, საერთო ამოცანაა, შეაჩერო ტერორი,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში  განაცხადა.

მისი თქმით, ორშაბათს განხორციელებული მორიგი სარაკეტო იერიშის სერიით, რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავი აღნიშნა.

,,რუსული ტერორი ისევ მოქმედებს მეზობელ ქვეყნებზე. მოლდოვაში კვლავ შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის უნარი განახორციელოს ასეთი მასიური ტერაქტები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. როდესაც ერთი ტერორისტი დესტაბილიზაციას ახდენს ყველას ცხოვრებაში, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები