საბერძნეთში კვლავ რთული მდგომარეობაა

საბერძნეთში კვლავ რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში მერვე დღეა ცეცხლის 500-მდე კერას უშედეგოდ ებრძვიან. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია ასობით ჰექტარი ტყის მასივი. სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მეხანძრეები ცეცხლის კერებს 24 საათის განმავლობაში ებრძვიან. სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე და ათობით ტექნიკაა მობილიზებული. ქვეყანას დასახმარებლად ვერტმფრენები ევროკავშირის სახელმწიფოებმა უკვე გაუგზავნეს. სტიქიასთან საბრძოლველად მოხალისეებიც იღებენ მონაწილეობას.

მსგავსი თემები