,,რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინის ზურგს უკან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინის ზურგს უკან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია იქამდეც კი, რომ მიიღონ გაფრთხილება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორები იცავენ პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები