საშობაო არდადეგების დასრულების შემდეგ, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს სასამართლოც უბრუნდება. შესაბამისად, დღეს განახლდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო ფაქტს ეხება.
საუბარია საზღვრის კვეთაში ხელშეწყობასა და დახმარებაზე, რისთვისაც 4 ადამიანია დაკავებული. დაკავებულები ბრალდებას აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყება. ბრალდებულები არიან: გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები.