ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესის შუალედური არჩევნები დასრულდა. ამჯერად, შედეგებს ითვლიან. პირველადი მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ.
ამ დროისთვის დათვლილი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ 169 ადგილს იკავებენ; „დემოკრატები“ – 109 ადგილის.
მთლიანობაში კი, 435-ადგილიან უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა პარტიას 218 მანდატი. რაც შეეხება სენატს, „რესპუბლიკელებს“ 45 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი – 43.