,,მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა გვქონდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა გვქონდეს, რადგან ერები ფაქტობრივად, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი საშიშროებისგან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით,  მსოფლიოს პირველ რიგში სჭირდება მშვიდობა, რათა ეფექტურად ებრძოლოს გლობალურ დათბობას.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც გიჟური და უკანონო ომით ანადგურებენ მსოფლიოს შესაძლებლობას ერთად იმუშაონ საერთო მიზნებისთვის. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა გვქონდეს, რადგან ერები ფაქტობრივად, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი საშიშროებისგან აქ და ახლა, საშიშროებისგან, რომელიც რუსეთის აგრესიისგან მოდის. მაგალითად, ატმოსფეროში სათბური გაზების რაოდენობაზე ვინ იდარდებს, თუ ევროპა, ან ახლო აღმოსავლეთი, ან შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკა, ღმერთმა დაიფაროს და ზაპოროჟიეს აფეთქების შემდეგ რადიაციული მტვრით დაიფარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები