ევროკავშირში საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვა აიკრძალება

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. აღნიშნული ნორმა კი 2035 წლიდან ამოქმედდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

როგორც  ევროპარლამენტში განმარტავენ, აღნიშნული შეთანხმების მიზანია 2035 წლისთვის CO2-ის გაფრქვევა 100%-ით შემცირდეს. ეს კი იმას  ნიშნავს, რომ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების ევროპაში ვერ გაიყიდება.

გამონაკლისი მხოლოდ ძვირადღირებული ბრენდების მანქანებზე გავრცელდება, მაგალითად, „ფერარიზე“, რომელიც წელიწადში 10 ათასზე ნაკლებ მანქანას ამზადებენ.

შეთანხმება ძალაში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობის შემდეგ შევა.

 

მსგავსი თემები