რუსეთი „ბინძური ბომბის“ თემაზე ნიადაგს ამზადებს და პოზიციებს სინჯავს

პენტაგონის პარალელურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე აშშ-ის პრეზიდენტიც საუბრობს და რუსეთს მორიგ ჯერზე აფრთხილებს.

„თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში „ბინძური ბომბის“ გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს და ამისთვის, აღნიშნული თემაზე ხშირი საუბრით, ნიადაგს ამზადებდეს და პოზიციებს სინჯავდეს.

შეგახსენებთ რომ ამ თემაზე განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა და რუსეთი გააფრთხილა.

 

მსგავსი თემები