ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყინავენ რუსულ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და იახტებს

დღევანდელი მონაცემებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთში მოღვაწე უმაღლესი თანამდებობის პირებს, ბიზნესმენებსა თუ მათი ოჯახის წევრებს 17.5 მილიარდი ევროს აქტივი გაუყინა. ჯამში, საუბარია 1350 პირსა და ორგანიზაციაზე.

ევროკომისიის წარმომადგენელის, კრისტიან ვიგანდის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია.

„მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. აპრილში, 6.7 მილიარდი ევროდან დაწყებული, დღეისთვის 17.5 მილიარდ ევროს მივაღწიეთ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყინავენ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და იახტებს“ – აცხადებს დიპლომატი.

გაყინული აქტივების უდიდესი ნაწილი ევროკავშირის შვიდ ქვეყანაზე ნაწილდება: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, იტალია და ავსტრია.

 

მსგავსი თემები