„თქვენ შეგიძლიათ ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი… უნდა დავასრულოთ“ – აკია ბარბაქაძე აქციის მონაწილეებს

სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს, ხალხს მოუწოდა შექმნან მოძრობა  მთავრობის დასასრულებლად.

„უნდა დავასრულოთ ეს კოლაბორაციონიზმი დღეს, აქ,  ამ მოედანზე, სადაც წყდება ყოველთვის ჩვენი ბედი.  დღეს დასრულდა აქ „ოცნების“ მანდატი. მანდატი არის აქ, თქვენში. ძალაუფლების წყარო არის ხალხი, კონსტიტუცია ამას გვეუბნება, თქვენშია ეს ძალაუფლება. გინდათ ხალხო აიღოთ ძალაუფლება ხელში?  აქ არის, აწიეთ ხელი, ვის გინდათ ძალაუფლება? აი ეს არის ნამდვილი მანდატი. აე, ეს არის ნამდვილი ძალაუფლება, თქვენ შეგიძლიათ ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი. ჩვენ ყველანი, პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების აღმსრულებლები.  რა გინდათ თქვით. გინდათ რეალური თავისუფლევა და გამარჯვება? აქ არის. უნდა ჩამოვაყალიბუთ ანტიკოლაბორაციონალიზმის საბჭო და გადავდგათ ნაბიჯი.  ესენი სულ „სლავა უკრაინას“ ძახილით“ წავლენ აქედან“ – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს.

მსგავსი თემები