,,რუსეთი უკრაინისთვის მძიმე იარაღის უმსხვილესი “მიმწოდებელი” გახდა”- მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონში სწრაფი გარღვევის შედეგად, ასობით ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა უკრაინელ ჯარისკაცებს ჩაუვარდათ ხელში. მათივე ცნობით,  რუსული არმია, ტოვებს თავის მძიმე იარაღს და მარაგით სავსე საწყობებს, უკან დახევის დროს.

როგორც მედია იტყობინება, რუსეთმა ფრონტზე საბჭოთა ტიპის საარტილერიო ჭურვები დატოვა, რომლებიც თითქმის ამოიწურა უკრაინაში.

გამოცემა წერს, რომ ბოლოდროინდელმა მიღწევებმა კრემლი უკრაინისთვის მძიმე იარაღის უდიდეს მიმწოდებლად აქცია, რაც უსწრებს აშშ-ს ან სხვა მოკავშირეებს.

ხარკოვში უკრაინის საარტილერიო განყოფილების შტაბის უფროსის განცხადებით, მის ქვედანაყოფს ოთხი რუსული თვითმავალი ჰაუბიცა, ამერიკული წარმოების იარაღი და ბევრი საბჭოთა კალიბრის საბრძოლო მასალა აქვს.

მსგავსი თემები