გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი კიევს ეწვევა

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი კიევს ეწვევა. რაფაელ გროსი  ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, უსაფრთხოების ზონის შექმნას განიხილავს.

მისი თქმით, ახლა დაცვის ზონის საჭიროება იმაზე აქტუალური საკითხია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

,,ჩვენ მივდივართ კიევში მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის”, – წერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მთავრობას უბრძანა დაემორჩილებინა ევროპის უმსხვილესი ატომური ქარხანა და გახადოს იგი “ფედერალური საკუთრება”.

მსგავსი თემები