აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია. ჯენსკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიო-უსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას დაესწრება, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელია.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის მიერ შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზია.

ბონი ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება. ამ დროისთვის უცნობია, გამართავს თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

მსგავსი თემები