უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებისგან რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინაში ომის 223 დღეს, საომარი მოქმედებები აქტიურად გრძელდება.  უკრაინის პრეზიდენტი განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა აქტიური შეტევების შემდეგ, რამდენიმე ოკუპირებული დასახლება გაათავისუფლეს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს,  უკრაინული არმია წინ მიიწევს.

„ჩვენმა  არმიამ, გასული დღის განმავლობაში, რამდენიმე ოლქში შეტევა განაგრძო და ახალი დასახლებები გაათავისუფლა… გრძელდება ჩვენი არმიის, ყველა ჩვენი დამცველის შეტევითი მოძრაობა. რამდენიმე ოლქში არის ახალი გათავისუფლებული დასახლებები”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, აქტიური შეტევა მტრის წინააღმდეგ ისევ გრძელდება

„საომარი მოქმედებების შედეგად უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, უფრო და უფრო მეტ დანაკარგს განიცდის მტრის არმია, უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები