ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პუტინი კოორდინაციას ხშირად კარგავს და ბირთვულ საფრთხესაც არ გამორიცხავენ

ბრიტანული მედია ავრცელებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მძიმე სენის შესახებ როგორც The Sun-ი წერს,  მძიმე სენით დაავადებულ პუტინს კოორდინაციის შენარჩუნება უჭირს.

მედიის ინფორმაციით, პუტინი უკრაინის ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე იღებს. მისი ქმედებებიდან გამომდინარე კი, არ გამორიცხავენ გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ბრიტანული მედია ინფორმაციაც კრემლში სანდო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. კრემლში ამბობენ, რომ პუტინი იტანჯება სერიოზული დაავადებებით, მათ შორის მუცლის კიბოთი, პარკინსონის ადრეული სტადიით და შიზოაფექტური აშლილობით. სწორედ ამიტომ, მას ოფიციალურ ვიზიტებზე მუდმივად მიჰყავს შესაბამისი სპეციალისტებ, მათ შორის, ონკოლოგებიც.

მსგავსი თემები