,,ეტყობა ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ შევძლებდი სამსახურის და თანამშრომლების დაცვას” – თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ,,ოცნების” ინიციატივით მისი თანამდებობის გაუქმების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობით სარგებლობა სურდათ.

“რატომღაც ჩაითვალა ეტყობა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას. თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად”. – განაცხადა თოლორაიამ.

მსგავსი თემები