ევროკავშირი უკრაინას 5 მილიარდიან დახმარებას გამოუყოფს

უკრაინა ევროკავშირისგან 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. დახმარების პაკეტს ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკი ადასტურებს.

უკრაინისთვის მორიგი დახმარების შესახებ საკუთარ პოზიციას უკრაინული მხარეც აფიქსირებს. კერძოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

„ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“ , – აცხადებს უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი.

 

მსგავსი თემები