გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან, – ასე მიმართა ანი წითლიძემ რუსული კანონის მეორე მოსმენით წარმდგენ ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე.
,,ბატონო ანრი, გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან. იმედი მაქვს, დღეს ცოტა უკეთეს ხასიათზე ხართ ამის გამო და კიდე თავს არ გამოიჩენთ ჩვენი გაყრით, რომ მერე კიდე უფრო ახლოს არ დაგაყენონ ბიძინა ივანიშვილთან”, – განაცხადა წითლიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, იურიდიული კომიტეტიდან, სადაც ასევე რუსულ კანონს განიხილავდნენ მეორე მოსმენით, ოხანაშვილმა ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.