1-2 მაისს საქართველოს ხერტ იან კოოპმანი ეწვევა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში თბილისში ჩამოდის. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

,,1-2 მაისს, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, საქართველოს ეწვევა და მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ის ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს გახსნის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები