3 წლის თაია ზოიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა

3 წლის თაია ზოიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა. მცირეწლოვანი გოგონა 10 თვის წინ კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით და გულის გაჩერებით მოხვდა.

„მეგობრებო, ჩვენი პატარა ანგელოზი აღარ გვყავს.

ჩვენთვის ახლა რთულია საუბარი, თითოეულ თქვენგანს უღრმეს მადლობას გიხდით თანადგომისათვის და თაიასთვის ბრძოლაში დახმარებისათვის, თითოეული გაზიარებისათვის და გულთან მიტანილი ჩვენი განსაცდელისათვის.

დაკრძალვა სამშაბათს 14:00 საათზე, იოანე პეტრიწის 1, დიდი დიღმის 100 ათასი მოწამის ტაძრიდან.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიეთ ახლადშესვენებული თამარი“.

 

მსგავსი თემები