“ეს არის მომზადება შემდეგი რიგისთვის” – პრეზიდენტი მორიგი ქალაქების გათავისუფლებას აანონსებს

„დროებითი სიმშვიდე გამარჯვებების სერიის შემდეგ არის მზადება უკრაინის ყველა ქალაქის გასათავისუფლებლად“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და და იმ უკრაინული ქალაქების ჩამონათვალსაც აკეთებს, რომელის ოკუპანტებისგან  გასაწმედად ემზადებიან.

იზიუმი, ბალაკლია, კუპიანსკი და ხარკოვის რეგიონი მთლიანად არის ქალაქები და დასახლებები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს სიტყვები დღეს ყველგან ისმის. მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი – ასევე ჟღერს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად გაჟღერდება, როდესაც მათ გავათავისუფლებთ. დონეცკი, გორლოვკა და ლუგანსკი – ესენიც გაჟღერდება. ჯანკოი, ევპატორია, იალტა – ესინიც.

ისმის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები. ყოველ დილით, ყოველდღე, ყოველ საღამოს, ყოველ ღამე – ბოლო 207 დღის განმავლობაში. ალბათ ახლა ზოგიერთ თქვენგანს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ რაღაც სიმშვიდე გვაქვს. ეს სიმშვიდე არ არის. ეს არის მომზადება შემდეგი რიგისთვის, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვების მომდევნო სერიისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები