,,ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს” – კობახიძე თავდაცვის ძალების დღის ღონისძიებაზე პრეზიდენტს არ მიესალმა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმა.

კობახიძე ამბობს, რომ მან ეს შეგნებულად გააკეთა და ქვეყნის მთავარსარდლის სიტყვას “შეუფერებელი” უწოდა.

,,ბატონ პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით.

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი სალომე ზურაბიშვილი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,” – თქვა კობახიძემ.

მსგავსი თემები