აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებს სომხეთთან საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც ენტონი ბლინკენი განმარტავს, ილჰამ ალიევმა სამხედრო ძალები უნდა გაიყვანოს.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

მსგავსი თემები