შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბანკში შეჭრილი პირი შეიარაღებულია და თანხას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყვარელში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბანკის შენობაში მძევლები არ იმყოფებიან, მძარცველი კი შეიარაღებულია.

„ყველა მძევალი თავისუფალია. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდაცველებმა დაიწყეს აქტიური მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. ყველა დეტალზე არ შემიძლია საუბარი. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მუხლით. ეს პირი არის შეიარაღებული. თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა. დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია“ – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა მედიასთან სპეცოპერაციის ადგილიდან.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 3 საათზე მეტია, ყვარელში, საქართველოს ბანკის შენობასთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს ბანკში შეჭრილია მძარცველი, რომელსაც მძევლებიც ჰყავდა აყვანილი.

მსგავსი თემები