რუსულმა არმიამ ზაპოროჟიე დაბომბა

​ზაპოროჟიეზე, რუსეთის მხრიდან მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. როგორც  ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს ინფორმაციას, იერიში სამოქალაქო ობიექტებზე მოხდა.

„მტერმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა საოლქო ცენტრზე. ცნობილია რვა ჩამოფრენის შესახებ. სამიზნე კვლავ ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო”, – წერს სტარუხი.

დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის უცნობია.

მსგავსი თემები