,,ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას!” – ქართველი ემიგრანტების აქცია ფრაიბურგში

გერმანიაში, ფრაიბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები, მმართველ პარტიას მოუწოდებენ, რომ უპირობოდ გაიწვიოს რუსული კანონი.

,,ჩვენ ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას! მოვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპირობოდ გაიწვიოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას!”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მსგავსი თემები