,,ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას” – ნიკა გვარამია ივანიშვილის გამოსვლაზე

ზიზღით, შუღლის მთესველი და აგრესიული მუქარებით სავსე გამოსვლა – ასე აფასებს ,,ახალი” ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართვას რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე. ოლიგარქის ანტიდასავლურ და რუსულ გამოსვლას პარტიის ლიდერები საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურნენ.

,,ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთის მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად.

გუშინ მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენი ბრძოლით და თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ; გუშინ ენაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც ერთადერთი დამპყრობელია საქართველოს ისტორიაში, ვინც ენას გვართმევდა, 1974 წლის 14 აპრილის გამოსვლები გახსოვთ”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები