უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ მტერმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს, სადაც ადამიანები სერინობენ ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად.
მისივე თქმით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხოლო კიდევ ერთ მოქალაქეს თავდასხმის შემდეგ ინსულტი განუვითარდა, რამაც გარდაცვალება გამოწვია.
,,დაშავებულია 32 ადამიანი, 25 საავადმყოფოშია, მათ შორის ორი ბავშვი და ორსული. გოგონა, რომელიც ხუთი წლისაც არ არის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კიდევ ექვსი ზრდასრული ასევე ინტენსიურ მკურნალობას გადის”, – წერს კიპერი.