პრეზიდენტს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არც პაპუაშვილი მიესალმა

თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმინისტრის მსგავსად, პრეზიდენტს არც პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, არამედ ,,ათწლეულიდან ათწლეულამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენ მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას”.

,,ბატონო პრემიერმინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემულო სამხედროებო, სამხედრო მოსამსახურეებო, გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს”, – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები