პრეზიდენტი ზელენსკი გენერალური შტაბისგან ყველა გადაწყვეტილების მასთან შეთანხმებას ითხოვს

„ვუბრძანე თავდაცვის სამინისტროს, ასევე გენერალურ შტაბს, რომ მომაწოდონ ყველა სახის ინფორმაცია“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალის შესახებ საქმის კურსში ჩაყენებას ითხოვს.

საქმე ეხება წვევამდელების, სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვისტებისთვის რეგისტრაციის მისამართის ცვლილებაზე.

„გენერალური შტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. საქმე ეხება წვევამდელთა და რეზერვისტთათვის  ნებართვების მიღების წესის დამტკიცებას. ვხედავ, რომ არსებობს სხვადასხვანაირი შეფასებები. ვუბრძანე თავდაცვის სამინისტროს, ასევე გენერალურ შტაბს, რომ მომაწოდონ ყველა სახის ინფორმაცია, ვპირდები მოსახლეობას, რომ ამ საქმეს გავუმკლავდები“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ინფორმაციისთვის, უკრაინის გენერალური შტაბის დადგენილებით მიხედვით, წვევამდელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და რეზერვისტებს ომის დროს საცხოვრებელი ადგილის დატოვება  შესაბამისი უწყებების ნებართვის გარეშე ეკრძალებათ. აუცილებლობის შემთხვევაში კი სპეციალური ნებართვა გაიცემა.

 

მსგავსი თემები