„პირველივე სიმპტომისთანავე ჩავიტაროთ ტესტირება“ – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსზე   

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, პირველივე სიმპტომისთანავა უფასო კოვიდტესტირება ჩაიტაროს.

„აუცილებელია შემდეგი: ომიკრონის შტამით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისგან. ამიტომ, აუცილებელია პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ COVID ტესტირება (უფასოა) და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები“ – აცხადებს ცერცვაძე.

ინფეციონისტის შეფასებით, აუცილებელია, ყველამ იცხოვროს კოვიდთან ერთად უსაფრთხოდ.

„ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა კატეგორიულად ვურჩიო ყველა COVID კლინიკას და „ონლაინ“ კლინიკას, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ რემდესივირი და/ან პაქსლოვიდი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს“ – აცხადებს ინფექციონისტი.

„ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, პიკს ველოდებით შემოდგომაზე“ – თენგიზ ცერცვაძე

მსგავსი თემები