,,ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია”- მიხაილ გალერი

ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეხმიანება. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში, რომელიც საქართველოსთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება.

,,დარწმუნებული ვარ ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია, რათა შესაბამისად და სამართლიანად გამოხმაურებოდა საქართველოს მთავრობის პრობლემებს”,- განაცხადა მიხაილ გალერმა.

მსგავსი თემები