„მჯერა, უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იქნება ისტორიული მოვლენა, რომელიც დიდი მოტივაციას მისცემს უკრანელ ხალხს.

„მჯერა, რომ ამ გადამწყვეტ დღეებში უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ამისკენ ძალიან დიდ ხანს მივდიოდით, ჩვენი ხალხი, ჩვენი რევოლუციები, ჩვენი ომი. და ეს სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის ჩვენი ისტორიის სხვა ფურცელზე გადასვლა, ძალიან დადებითი გადასვლა. მე მჯერა, რომ ევროპის 27-ივე ქვეყანა მხარს დაუჭერს ჩვენთვის ასეთ სტატუსს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები